კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გია გეგუჩაძე: “საქმე გვაქვს გამოცდილ გუნდთან და იოლი თამაში ნამდვილად არ გველის”

გია გეგუჩაძის მატჩის წინა კომენტარი

Image source: FC Dinamo Batumi ფეისბუკ გვერდი

 

დღეს, “დინამო ბათუმი” უეფას კონფერენც ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩს “ბატესთან” ბათუმის ახალ სტადიონზე გამართავს. შეხვედრის წინ, “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა.

“შანსი 50/50-ა, ჩემი აზრი არ შემიცვლია. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თამაშით და ფეხბურთით, რასაც ვაპირებთ ვითამაშოთ, ჩვენ თამაშს მოვაბავთ მოწინააღმდეგეს და ეს იქნება წარმატების წინაპირობა.

საქმე გვაქვს გამოცდილ გუნდთან და იოლი თამაში ნამდვილად არ გველის.

მე ჯერ რაიმე საბაბი არ მქონია თამაშში კორექტივები შევიტანო, შევეცდებით ჩვენს ფეხბურთს ვითამაშოთ. იქაც და აქაც ჩვენი სურვილია გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ” , – განაცხადა გეგუჩაძემ.

ზემოთ ხსენებული მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

წყარო – FC Dinamo Batumi 

 

 

 

 

როგორი იქნება ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე (ფოტო)