კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ღვინიაშვილი ფინალში გავიდა და ოქროსთვის იბრძოლებს. ლიპარტელიანმა და ჭრიკიშვილმა ბრძოლა მედლის გარეშე დაასრულეს

Image source: IJF

 

ბექა ღვინიაშვილი იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე გრან სლემის ფინალში გავიდა და ფინალურ ბლოკში, ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

90 კგ. წონით კატეგორიაში 24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალისკენ გზაში 4 ბრძოლა მოიგო.

გადამწყვეტ დაპირისპირებაში ბექას მეტოქე 22 წლის უზბეკი დავლატ ბობონოვი იქნება.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ამავე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლა წააგო. ხოლო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა პირველი ბრძოლა ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვეშთან ვაზარით მოიგო, მერვედფინალში კი რუს მერაბ მარგიევთან იპონით დამარცხდა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

წყარო – ijf.org

გოგა ბითაძემ და “ინდიანა პეისერსმა” დაძაბულ ბრძოლაში “ორლანდო მეჯქისი” დაამარცხეს (ვიდეო)