კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ღაზარიანი: “საქართველო ფსიქოლოგიურად რთულ ვითარებაშია, მაგრამ ძალიან კარგი გუნდია”

სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი

 

სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა გევორგ ღაზარიანმა საქართველოსთან თამაშის შესახებ ისაუბრა. გამოცდილი ფეხბურთელის აზრით, მათ თბილისში გამარჯვება შეუძლიათ.

„ზოგი გულშემაკივარი კმაყოფილი იყო ჩრდილოეთ მაკედონიის გამარჯვებით, მაგრამ ზოგიერთ გულშემატკივარს საქართველოს გამარჯვება სურდა. ფსიქოლოგიურად დიახ, ვფიქრობ, რომ ამ თამაშის წაგებით საქართველო რთულ ვითარებაში იქნება, მაგრამ ჩვენ ყურადღება ჩვენს თამაშს უნდა მივაქციოთ, რადგან საქართველოს ნაკრებს კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

მზად ვარ ლიდერობა ჩემს თავზე ავიღო, მაგრამ ყველამ უნდა ვცადოთ ვიყოთ ლიდერები. ჩვენ გუნდურად უნდა ვითამაშოთ და არა ცალკეული ფეხბურთელებით. დიახ, მჯერა, რომ ხვალაც გავიმარჯვებთ და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებაც შეგვიძლია“ – თქვა ღაზარიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სომხეთის ნაკრების მატჩი 15 ნოემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

საბა ლობჟანიძე: “რთულია, მაგრამ ბიჭები ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ”