კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გერმანიის ბუნდესლიგის მატჩი მასობრივი ჩხუბით დასრულდა (ვიდეო)

Image source: Spiegel

 

გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურის მატჩი „ფრაიბურგი“ – „აინტრახტი“ ჩხუბით დასრულდა. მსაჯის კომპენსირებულ წუთებზე სტუმართა ფეხბურთელმა დავიდ აბრაჰამმა მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი კრისტიან სტრაიხი წააქცია.

აბრაჰამი ბურთის აუტიდან თამაშში სწრაფად დაბრუნებას სცდილობდა, სწორედ ამ დროს „ფრაიბურგის“ სათადარიგო სკამთან მდგარ მწვრთნელს შეასკდა და ისიც მომენტალურად მიწაზე დაეცა.

ფეხბურთელებმა კი ამის შემდეგ ერთმანეთში იჩხუბეს, რაც აბრაჰამისა და ვინჩენცო გრიფოს გაძევებით დასრულდა. თამაში „ფრაიბურგმა“ 1:0 მოიგო.

 

 

“ლივერპულმა” “სიტი” დაამარცხა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა (ვიდეო)