კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელეს

Роберт Левандовски, Серж Гнабри и Томас Мюллер прадзнуют гол в ворота «Лиона»

Image source: Getty Images

 

გერმანული სპორტული ჟურნალისტების ასოციაციამ 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

Kicker-ის ინფორმაციით, ბუნდესლიგაში წლის ფეხბურთელი გახდა “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი.  პოლონელმა ფორვარდმა, რომელსაც განვლილ სეზონში 31 მატჩში 34 გოლი აქვს გატანილი, 276 ხმა დააგროვა.

პირველ სამეულში მოხვდნენ ტომას მიულერი (54) და იოშუა კიმიხი (49).

აღვნიშნოთ, რომ საუკეთესო მწვრთნელად ჟურნალისტებმა ჰანსი ფლიკი აირჩიეს.

ევროპა ლიგაზე „დინამო თბილისისა“ და „ლოკომოტივის“ მეტოქეების ვინაობა ხვალ გაირკვევა