კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გერმანია წაგებას გადაურჩა, ესპანეთმა წააგო (ვიდეო)

გერმანიამ ქულები დაკარგა

Image source: Uefa Nations League

 

ერთა ლიგის A დივიზიონის მე-4 ტურში მოულოდნელი შედეგები დაფიქსირა. ესპანეთის ნაკრები უკრაინას ესტუმრა და ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ დამარცხდა.

შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. დავიდ დე ხეას გაუმართლებელი მოქმედებით, რომელსაც დატოვებული ჰქონდა, ვიქტორ ციგანკოვმა გაიტანა და უკრაინის ნაკრებმა მოიგო.

გერმანიის ნაკრებმა კი შვეიცარის უმასპინძლა და ვერ მოუგო. გავრანოვიჩისა და რემო ფროილერის გოლებს გერმანელებმა ვერნერისა და ჰავერტცის გოლებით უპასუხეს. შვეიცარიამ კიდევ დაწინაურება გავრანოვიჩის გოლით მოახერხა. „ბუნდესნაკრები“ წაგებისგან სერჟ გნაბრიმ დაიხსნა.

ჯგუფში ლიდერი 7 ქულით ესპანეთია, გერმანიასა და უკრაინის ნაკრებებს კი 6-6 ქულა აქვთ.

გერმანია – შვეიცარია 3:3

გოლები: 0:1 გავრანოვიჩი (5), 0:2 ფროილერი (26), 1:2 ვერნერი (28), 2:2 ჰავერტცი (55), 2:3 გავრანოვიჩი (57), 3:3 გნაბრი (60)

უკრაინა – ესპანეთი 1:0

გოლი: 1:0 ციგანკოვი (76)

 

 

 

 

წყარო – Nations League

 

საქართველოს ნაკრების ლიდერი მაკედონიასთან ტრავმის გამო ვერ ითამაშებს