კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გერკუსმა სიომინის სიტყვები გაიხსენა და კვირკველიას “ლესტერში” არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა

Image source: news.sportbox.ru

 

მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ილია გერკუსმა სოლომონ კვირკველიას “ლესტერში” არშემდგარ ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

“კარგი მომენტი იყო. “ლესტერი” კვირკველიაში 15 მილიონ ფუნტ სტერლინგს გვთავაზობდა. მე არავინ არ დამიჭირა მხარი, თუმცა ვუთხარი, რომ ასეთ წინადადებას შეიძლება აღარ მივიღოთ.

სიომინმა მაშინ თქვა: “საჩემპიონო გუნდიდან ხელს არავის არ ვახლებთ. ყველას კონტრაქტი გაახანგრძლივეთ!” ამის შემდეგ ყველა დათანხმდა სიომინის ვერსიას. მე ვუთხარი: “კარგი, მაგრამ ფულის საკითხი როგორ გადაწყდება?”. მათ კი მომიგეს: “მაგას გადავწყვეტთ, რუსეთის რკინიგზის სამინისტრო დაგვეხმარება”.

ვუთხარი, თუ ფეხბურთელებს არ გავყიდიდით, ბიუჯეტში დეფიციტი გვექნებოდა. ეს ყველაფერი დოკუმენტებშია”, – განაცხადა გერკუსმა championat.com-თან ინტერვიუში

 

წყარო – championat.com

 

 

“ნორვიჩი” კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდა