კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“გენტის” მწვრთნელმა “მეხელენის” წინააღმდეგ გიორგი ჩაკვეტაძის თამაში შეაფასა

Image source: KAA Gent

 

ბელგიის ჩემპიონატის 24-ე ტურში ქართველების „გენტმა“ „მეხელენი“ სტუმრად 3:0 დაამარცხა.

მოედანზე ორივე ჩვენებური, გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე ვიხილეთ. ქვილითაიამ სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყო თამაში, 75-ე წუთზე კი ის ჩაკვეტაძემ შეცვალა.

“მეხელენთან” მოგებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ზედიზედ მე-4 მატჩი მოვიგეთ და 12 შესაძლებელიდან 12 ქულა მოვიპოვეთ. ეს არა მხოლოდ სასტარტო თერთმეტეულის დამსახურებაა, არამეტ შეცვლაზე შემოსული მოთამაშეების.

მოედანზე სხვა გიორგი ჩაკვეტაძე ვნახე, მან მშვენივრად ითამაშა. ჩვენ ვართ გუნდი და ამაში თავისი წილი ყველას შეაქვს,” – განაცხადა თორუფმა.

ამ მოგების შემდეგ “გენტმა” 48 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.

წყარო – bold.dk

რა თანხა მიიღო “რანდერსმა” საბა ლობჟანიძის ტრანსფერიდან? ცნობილია, თუ რამდენი გადაიხადა თურქულმა კლუბმა