კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“გენტის” მწვრთნელმა ჩაკვეტაძის გამოჯანმრთელების პროცესზე ისაუბრა

ჩაკვეტაძეზემ ამხანაგურ მატჩში ითამაშა

Image source: Kaa Gent

 

ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზბრუკმა განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ჯერ გუნდს ვერ დაუბრუნდება. მისი თქმით, ქართველი ჯერ სათამაშოდ მზად არ არის და ლაზარეთში რჩება.

„დიდი ხანია ტრავმირებულები არიან ოჯიჯა, დე ბრუინი და ჩაკვეტაძე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისინი „ეუპენთან“ მატჩისთვის გამოჯანმრთელდნენ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ იარემჩუკი, კასტრო-მონტესი, ბუკარი და ოლსენი დაბრუნდებიან. ჩვენი ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება“, – თქვა ვანჰაეზბრუკმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ სერიოზული ტრავმა სექტემბერში მიიღო. მას შემდეგ რამდენჯერმე დაბრუნდა, მაგრამ დაზიანება გაიმიზეზა და ჯერჯერობით მოედანზე ოფიციალურ მატჩებში ოქტომბრის შემდეგ არ გასულა.

 

წყარო – voetbalprimeur.be

 

სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს მორიგ ტურში საუკეთესო იყო