კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“გენტის” მწვრთნელი: “ჩაკვეტაძეზე ექიმებმა ყველაფერი სცადეს, მაგრამ ტრავმა უცნაურია”

ჩაკვეტაძის დაზიანბეას ვერ ადგენენ

Image source: Kaa Gent

 

„გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზბრუკმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ქართველ ფეხბურთელს დისკოფორტი აქვს ფეხში და არ იციან როდის შეძლებს თამაშს.

ბელგიელის განცხადებით, მას ოპერაცია არ სჭირდება, მაგრამ უცნაური ტრავმაა და ექიმებმა ყველა მეთოდი გამოიყენეს.

„ნაკლები ტკივილით, მაგრამ დისკომფორტით დაბრუნდა. ვეცადეთ რაღაც გაგკევეთებინა. ახლა რამდენიმე დღე დავასვენეთ და მალე დაიწყებს ვარჯიშს. იმედია, დისკომფორტი ნაკლები ექნება და მაშინ მოახერხებს ფორმის აღდგენაც. ექიმებმა ყველანაირი მეთოდი გამოიყენეს გამოსავლის მოსაძებნად. უცნაური ტრავმაა, თუმცა არა სერიოზული. ტკივილს გრძნობს და ვცდილობთ ეს თავიდან ავიცილოთ. შეუძლია ითამაშოს, მაგრამ დისკომფორტი აქვს. ოპერაცია არ სჭირდება, ყველაფერი ცნობილი რომ ყოფილიყო, გავაკეთებდით, მაგრამ უცნაურ ტრავმასთან გვაქვს საქმე“ – თქვა ვანჰაეზბრუკმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს შემოდგომის შემდეგ არ უთამაშია. მას ჰქონდა დაბრუნების მცდელობა და ამხანაგურ მატჩში გოლიც გაიტანა, მაგრამ ჯერჯერობით სრულფასოვნად დაბრუნებას ვერ ახერხებს.

 

წყარო – voetbalprimeur.be

 

ოფიციალურად: დედაქალაქური გუნდის 21 წლის ნახევარმცველი კარიერას “საბურთალოში” გააგრძელებს