კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“გენტის” მწვრთნელი: “ჩაკვეტაძე უკვე ღიმილით ვარჯიშობს და პერსპექტივა გაჩნდა”

ჩაკვეტაძის ვითარება გაუმჯობესდა

Image source: Kaa Gent

 

„გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზბრუკმა გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სიტუაცია გაუმჯობესდა და გიორგი ღიმილით ვარჯიშობს.

ჩაკვეტაძის საქმე ცოტა უკეთაა. ახლა ის უფრო ხშირად ვარჯიშობს ღიმილი. რის გამოც ადრე შეშფოთებული ვიყავით, ახლა ყოველდღიურად უმჯობესდება. მოთმინება მოგვიწევს, თუმცა ვითარება ახლა დადებითია და პერსპექტივა არსებობს“ – განაცხადა ვანჰაეზბრუკმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა 15 სექტემბერს მიიღო, მას შემდეგ ერთხელ ოფიციალურ მატჩში ითამაშა, ერთხელ კი ამხანაგურში. ზუსტი დრო კი როდის დაუბრუნდება მოედანზე, უცნობია.

 

წყარო – nieuwsblad.be

 

“ტობოლმა” კანკავას მადლობა გადაუხადა: “შენ ფანები გაქებდნენ”