კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გელა ზაალიშვილის ვერცხლის მედალი – ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 8 მედალი მოიპოვეს

ზაალიშვილის ვერცხლის მედალი

Image source: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

 

ხორვატიაში დასრულდა ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი ძიუდოში. +100 კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა თურქი ფურქან გუნერი დაამარცხა, ამის შემდეგ კი ნახევარფინალში სლოვაკ მარიუს ფიზელს აჯობა და ფინალში გავიდა. გადამწყვეტი შეხვედრა გელამ უნგრელ რიჩარდ შიპოშთან წააგო და მეორე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 8 მედალი მოიპოვეს, 2 ოქროს, 2 ვეცხლის და 4 ბრინჯაოს.

 

წყარო – Ijf.org

 

მაკედონიელი ფეხბურთელი: “იმედია ევროპის ჩემპიონატზე გავალთ”