კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გეგა დიასამიძემ ბელარუსულ გუნდს მოაგებინა (ვიდეო)

Image source: fcshakhter.by

 

ბელარუსის „შახტიორი“, რომლის რიგებში გეგა დიასამიძე თამაშობს სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება.

სოლიგარსკულმა გუნდმა მორიგი ამხანაგური თამაში „კოლოსის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 2:1 მოიგო.

„შახტიორს“ ქართველმა ნახევარმცველმა მოაგებინა, რომელმაც 37-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 2:1 დააფიქსირა. გეგა მოედანზე 67-ე წუთამდე იყო.

შეგახსენებთ, რომ დიასამიძე „შახტიორში“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „საბურთალოდან“ გადავიდა.

დიასამიძის გოლის ხილვა შეგიძლიათ აქ.

 

“ბორჯღალოსნების” გაფართოებული შემადგენლობა ბელგიასთან ცნობილია – ნაკრებში სამ დებიუტანტია