კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

gazeta.ua: “უკრაინის პასპორტზე უარის თქმა წიტაიშვილზე ნეგატიურად აისახება”

 

ამ დღეებში უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი წიტაიშვილმა შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს.

ამ თემას გამოეხმაურა უკრაინული gazeta.ua რომელიც თვლის, რომ მოქალაქეობის შეცვლა ცუდი აზრია და ეს ფეხბურთელის სამომავლო კარიერაზე ციდად აისახება.

“წიტაიშვილი კიევის “დინამოს” სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი გახლავთ. 15 წლის ასაკში მან კიეველთა რიგებში უეფა-ს ახალგაზარდულ ლიგაში ითამაშა. 17 წლისას კი პირველ გუნდში დებიუტი აღნიშნა. სისწრაფე, ბურთთან მოპყრობა – ფეხბურთელს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ კარგ თანამედროვე ფლანგის ნახევარმცველად ჩამოყალიბდეს.

20 წლის ასაკში ყველა ფეხბურთელს არ შეუძლია დინამოს სასტარტოში თამაში. მითუმეტეს, როცა გუნდში ამავე პოზიციაზე არის ვიკტორ ციგანკოვი, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. საჭიროა განვითარება, რომ ციგანოვის კლუბიდან წასვლის შემდეგ მისი ადგილი დაიკავოს. ვორსკლაში იჯარა გიორგის სასიკეთოდაა. მან უკვე პირველსავე მატჩში შეძლო გოლის გატანა.

უკრაინის პასპორტზე უარის თქმა წიტაიშვილზე ნეგატიურად აისახება. უკრაინაში ის ლეგიონერი გახდება. მას აღარ ექნება არანაირი პრეფერენცია და უკვე ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს უკრაინის პასპორტის მქონე ფეხბურთელებზე. რაც მთავარია, ფეხბურთელი დაკარგავს უკრაინის ნაკრებში მოხვედრის შანსს.

უკრაინის ნაკრები, საქართველოსგან განსხვავებით, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე თამაშობს. ქართველებს კი, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, ამ დონის ტურნირებზე არასდროს უთამაშიათ. იქაური ადგილობრივი ფეხბურთიც დაბალ დონეზეა, არ ჰყავთ ხარისხიანი ფეხბურთელები. მათი ვარსკვლავები გიორგი ჩაკვეტაძე (რომელსაც “გენტის” შემადგენლობაში ადგილი მყარად არ აქვს) და ხვიჩა კვარაცხელია (ყაზანის “რუბინი”) არიან. საეჭვოა, მომავალში ქართველებს კონტინენტურ ტურნირზე მოხვედრის სერიოზული პერსპექტივა ჰქონდეთ.

წარმატებული ნაკრების გარეშე, წიტაიშვილს გაუჭირდება ევროპულ კლუბში გადასვლა. მით უმეტეს, რომ მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე იქ უკვე “მყარად” დგანან თურქეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერები – საბა ლობჯანიძე და ლევან შენგელია. წიტაიშვილს შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნება.

შახტარის ერთ-ერთი ტალანტი ბექა ვაჩიბერაძე იყო. მან უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრები გაიარა, შემდეგ კი გადაწყვიტა საქართველოს მოქალაქეობის მიღება. რაღაცის უშრომელად მიღწევის სურვილმა ერთ დროს ნიჭიერ მოთამაშეს კარიერა სრულებით დააკარგვინა. ბექა ჯერ მეორეხარისხოვან კლუბში გამოდიოდა, ახლა კი საერთოდ უგუნდოდაა.

უკრაინის ნაკრებში კი ფლანგის მოთამაშის პოზიცია საკმაოდ პრობლემატურია. გიორგის შანსი ამ გუნდში მაღალია და საჭიროა მხოლოდ თავის გამოჩენა.

წიტაიშვილმა კბილი კბილს უნდა დააჭიროს და კარიერაზე იმუშაოს. დაბალი დონის ნაკრების არჩევა მას კარგს არაფერს მოუტანს. პირიქით, დიდ პროგრესს უნდა მიაღწიოს, რათა უკრაინის ეროვნულ ნაკრებში მოხვდეს. ეს უნდა იყოს ფეხბურთელისთვი გამოწვევა და არა სენტიმენტები თავისი მშობლების სამშობლოს სახელით თამაშზე”, – ნათქვამია ვებ გვერდზე.

ამჟამად გიორგი კიევის “დინამოსა” და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და იჯარით პოლტავის “ვორსკლაში” გამოდის.

 

წყარო – gazeta.ua

ჟორჟ მიქაუტაძემ ბელგიაში თავი გოლით გამოიჩინა