კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გავიხსენოთ “ალანიას” ქართველი მცველის 21 წლის წინ გატანილი გოლი (ვიდეო)

მამუკა წერეთელის გოლი ნიჟნი ნოვგოროდის ლოკომოტივის კარში

Image source: sport-express

 

რუსულმა “fc.alania.history” ინსტაგრამის გვერდმა გუნდის ყოფილი ქართველი მცველის მამუკა წერეთელის 21 წლის წინანდელი გატანილი გოლი გაიხსენა.

1999 წლის 5 მაისს, რუსეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრაში მამუკას “სპარტაკმა” “რესპუბლიკურ” სტადიონზე ნიჟნი-ნოვგოროდის “ლოკომოტივს “ უმასპინძლა და 5:2 გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა.

20 წლის წერეთელი ვალერი გაზაევის “სპარტაკ ვლადიკავკაზის” შემადგენლობაში კი გოლის ავტორი 75′-ე წუთზე გახდა. მატჩის ანგარიში კი გიორგი დემეტრაძემ 11-მეტრიანი დარტყმით 25′-ე წუთზე გახსნა, ხოლო 88′-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა თავის გოლით.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Fc AlaniaHistory (@fc.alania.history)

შეგახსენებთ, რომ მამუკა წერეთელმა 1998-2000 წლებში “სპარტაკ ვლადიკავკაზის” მაისურით 50 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური 19-ჯერ მოირგო.

 

 

 

წყარო – fc.alania.history

 

 

 

 

 

ლაშა ტალახაძე სიტყვით გაცილების ცერემონიაზე გამოვიდა (ვიდეო)