კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გავიხსენოთ 2003 წლის საქართველოს-შვეიცარიის შეხვედრა (ფოტო, ვიდეო)

ზურაბ ხიზანიშვილი შვეიცარელ ფეხბურთელთან თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში

Image source: nationalteams_SFVASF ტვიტერის გვერდი

 

შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა 2003 წლის საქართველოს-შვეიცარიის შეხვედრა ფოტოებით გაიხსენა.

საქართველო და შვეიცარია ურთიერთშეხვედრები:

02.04.2003 საქართველო – შვეიცარია 0 : 0 (ევრო 2004 – კვალიფიკაცია)
08.09.2002 შვეიცარია – საქართველო 4 : 0 (ევრო 2004 – კვალიფიკაცია)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები თბილისში ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩი შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა.

შეხვედრა კი “დინამო არენაზე” შედგა, რომელიც შვეიცარელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

გუნდების შემადგენლობები:

საქართველო: ლომაია, ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი, რეხვიაშვილი, კვირკველია, ქემოკლიძე, ნემსაძე, ცქიტიშვილი, იაშვილი, კობიაშვილი, დემეტრაძე

სათადარიგოები: გვარამაძე, დარასელია, შოთა არველაძე, ამისულაშვილი, დიდავა, შაშიაშვილი, აშვეთია

შვეიცარია: ცუბერბულერი, ჰაასი, ბერნერი, მიულერი, მურატ იაკინი, ვოგელი, კაბანასი, ვიკი, ფრაი, ჰაკან იაკინი, ჩაპისატი

სათადარიგოები: ბორერი, მაიერი, ცვისიგი, ჩელესტინი, სპაიჩერი, კანტალუპი, ტურე

ევრო-2020. ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენი პირველი მეტოქის, შვეიცარიის ნაკრების შესახებ