კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გატუზომ “ნაპოლისთან” ორწლიანი კონტრაქტი შეათანხმა

Image source: Getty Images

 

ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა, წერს გამოცემა Gazzetta dello Sport.

წყაროს ინფორმაციით მხარეები ორწლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ და კონტრაქტი ახლო მომავალში გაფორმდება.”ნერაძურისთან” შეთანხმების თანახმად იტალიელი სპეციალისტის წლიური ხელფასი წლიურად 1,9 მილიონი ევრო უნდა იყოს.

გატუზოს მოქმედი კონტრაქტი გუნდთან 2021 წლის ივნისს იწურება.

გატუზო “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელად 2019 წლიდან მუშაობს, მას შემდეგ, რაც მან ამ პოსტზე კარლო ანჩელოტი შეცვალა. ამ მომენტისთვის გუნდი 4 ტურში დაგროვებული 8 ქულით სერია ა-ს მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

წყარო – Gazzetta dello Sport

“ბარსელონას” ყველა დროის სიმბოლური ნაკრები