კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გატუზო: “როდესაც მოვკვდები, მინდა ეს სტადიონზე მოხდეს”

გატუზოს კომენტარი

Image source: Getty images

 

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო მიასთენიითაა დაავადებული. მან ამის შესახებ დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, როდესაც მოკვდება, სურს ეს საფეხბურთო მოედანზე მოხდეს.

„ბოლო 12 დღის განმავლობაში ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი. მინდა მივმართო ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც სარკეში იყურებიან და ხედავენ რაღაც უცნაურს ან დაავდების გამო ეშინიათ: ცხოვრება მშვენიერია, ყველაფერი უნდა მივიღოთ.

ბიჭები განიცდიან, ასეთს რომ მხედავენ, მაგრამ ცოცხალი ვარ. მიასთენია 10 წელია მაქვს, მესამედ მაქვს ასე მწვავედ, მაგრამ ესეც გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება.

ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ცუდად გამოვიყურები. თავს დაღლილად ვგრძნობ, 24 საათის განმავლობაში ერთი თვალით ორმაგი ხედვა დამღლელია. მხოლოდ ჩემნაირი შეშლილი გააგრძელებს მუშაობს.

ყოველშემთხვევაში ეს ჩემი ცხოვრებაა და უარესი რამეებიც არსებობს. ერთი თვეა მესმის ჭორები, რომ საცხოვრებლად 1 თვე დამრჩა, მაგრამ გარწმუნებთ, ყველაფერი რიგზეა. როდესაც მოვკვდები, მსურს იქ წასვლა, სადაც ვცხოვრობდი: საფეხბურთო მოედანზე“ – თქვა გატუზომ.

 


წყარო – Sky Sport

 

“პსჟ”-ს ახალი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო გახდება