კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გატუზო: “პირლოს მამამისზე მეტად მე ვურტყამდი”

გატუზომ პირლოზე ისაუბრა

Image source: Getty images

 

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოზე ისაუბრა, რომელსაც იტალიის სუპერთასზე დაუპირისპირდება. გატუზომ მეგობარზე იხუმრა და თქვა, რომ სახეში ურტყამდა.

პირლო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ ჯერ კიდევ იტალიის ახალგაზრდული ნაკრებიდან ვთამაშობდით ერთად. ჩვენს შორის დიდი მეგობრობაა, რომელიც არასდროს შეიცვლება და იმედია ამჯერად მის დამწუხრებას შევძლებ. თუმცა, საუკეთესო გუნდი მოიგებს. ჩვენ ბად სპენსერსა და ტერენს ჰილს ვგავართ, მე მას სახეში უფრო მეტჯერ დავარტყი, ვიდრე მამამისმა“ – თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 20 იანვარს გაიმართება. პირლო და გატუზო მწვრთნელის სტატუსით აქამდე არასდროს შეხვედრიან.

 

წყარო – Twitter

 

ლევან შენგელიამ თურქეთის ჩემპიონატში “ტრაბზონსპორს” გოლი გაუტანა (ვიდეო)