კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“გარიგება ეშმაკთან”. ზლატანმა “მილანში” დაბრუნება თავისებურად დააკომენტარა (ფოტო)

Image source: AC Milan

 

შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “მილანში” თავისი დაბრუნება სოციალურ ქსელში საინტერესოდ დააკომენტარა.

მან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც თვითონ კეთილი ანგელოზის როლშა გამოსახული და ხელს უჭერს ეშმაკს.

ფოტოს კი ასეთი სათაური აქვს – “იგივე ზლატანი, სხვა ეშმაკი”.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფოტოსურათი შვედმა წარსულში “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტის გაფორმებისას გაავრცელა.

მილანმა” დღეს ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა. მხარეებმა ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმეს, შემდგომ გახანგრძლივების შესაძლებლობით.

“მე ვბრუნდები კლუბში, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ქალაქ მილანში, რომელიც მიყვარს. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვიბრძოლებ, რათა სეზონის შედეგი შევცვალო. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ”, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

წყარო – Zlatan Ibrahimović Twitter

ტოპ-10 საუკეთესო ბომბარდირი საფრანგეთის ლიგა 1-ში ბოლო ათწლეულის მანძილზე