კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გამოქვეყნდა ვიდეო-მაკეტი, თუ როგორი იქნება ახალი სპორტის სასახლე (ვიდეო)

ახალი სპორტის სასახლის მაკეტი

Image source: Georgian Basketball Federation

 

თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მიმდინარე ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით ვიდეო-მაკეტი გამოქვეყნდა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თბილისში გამართულ თუ გასამართ ღონისძიებათა შორის ყველაზე მასშტაბური იქნება ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი, რომელიც 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო 2022-სთვის გადაიდო. მისი ერთი ჯგუფის (15 მატჩის) მასპინძლობის უფლება ფიბას ხელმძღვანელობამ საქართველოს მისცა.

თავიდან ითქვა, რომ დარბაზი 15 ათას მაყურებელზე უნდა ყოფილიყო გათვლილი, თუმცა 2020 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით ტევადობა 10500 იქნება. ეს ფიბას სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, ხარჯებსაც დაზოგავს.

2021 წლის ზაფხულში ჩვენს ქვეყანას ექნება დარბაზი, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ უმაღლესი დონის შეჯიბრებას თამამად და ღირსეულად უმასპინძლოს.

 

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

ეროვნული ლიგის 3 კლუბმა კორონავირუსზე ტესტის ჩატარება დაიწყო (ფოტო)