კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გაიცანით ბატონი მერაბ ბაზაძე – მსოფლიო ფარიკაობის ოჯახის, სრულფასოვანი, დაფასებული წევრი

 

ბატონი მერაბ ბაზაძე უკვე მეორე წელია საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტია, პრეზიდენტობამდე საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. დღეს ყველასათვის ცნობილი და მსოფლიო ფარიკაობის ოჯახის, სრულფასოვანი, დაფასებული წევრი.

მანამდე კი იყო რთული, მაგრამ საინტერესო პერიოდი, ახალგაზრდულ დონეზე წარმატებული კარიერა, თავბრუდამხვევი გზა მშობლიური ქვიტირიდან მოსკოვის სკოლა-ინტერნატის გავლით, ყოფილი საბჭოთა და არაერთი ქვეყნის ქალაქების დიდ სპორტულ დარბაზებამდე. საკავშირო პირველობებისა და სპარტაკიადების, სოციალისტური ქვეყნების საერთაშორისო ტურნირების არაერთი ჯილდო და მედალი. ახლგაზრდა ქართველის წარმატებულ გამოსვლას საბჭოთა ნაკრების ხელმძღვანელებიც ადევნებდნენ თვალს და მერაბ ბაზაძე წლების მანძილზე ნაკრების კანდიდატთა შორის იყო.

1982 წელს, ბუენოს აირესში საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულში მოხვდა. თუმცა სხვადასხვა მიზეზმა, მათ შორის საბჭოთა სპორტისთვის დამახასიათებელმა ეთნიკურ ნიადაგზე “დაჩაგვრამ”, მთავარ სპორტულ შეჯიბრებებზე გამოსვლის საშუალება არ მისცა. განსაკუთრებით ახლოს 1988 წელს სეულის ოლიმპიურ გუნდში მოხვედრასთან იყო, იმ გუნდში, რომელმაც საბოლოოდ ვერცხლის მედალი მოიპოვა. როგორც უმეტესობამ იმ პერიოდში, მანაც შემდგარი კარიერა ნაადრევად დაასრულა. რამდენიმე გაცრეცილი გაზეთიდან ამოჭრილი სტატიაც ამის დასტურია.

რაც სპორტსმენმა მერაბ ბაზაძემ ვერ, უკვე ძალიან ბევრს მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ მიაღწია. ბოლო ორი ათეული წელი, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა წარმატების უდიდესი ნაწილი, ნულიდან დაწყებული, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით საოცარი ენთუზიაზმის ხარჯზე, მისი და მისი ოჯახის წევრთა დამსახურებაა.
კონტინენტის ასაკობრივი ჩემპიონატების ყველა სინჯის მედალი, მსოფლიოს კადეტთა ბრინჯაო … უფროსებში ევროპის ჩემპიონატის ოქრო და ბრინჯაოს მედლები … გრან პრიზე, მსოფლიო თასზე და სატელიტზე მოპვებული ჯილდოები … ოლიმპიური ლიცენზია და წარმატებული სამწვრთნელო კარიერა პარაფარიკაობაში.
ერთი მწვრთნელისთვის შეიძლება საკმარისი იყოს, მაგრამ მთავარი წარმატება როგორც თვითონ მერაბ ბაზაძე თვლის ჯერ მოუპოვებია…

 

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

 

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ ოფიციალურად დაადასტურა