კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

„გაგრას“ მთავარი მწვრთნელი: “რა თქმა უნდა სხვა თამაში გვქონდა დაგეგმილი”

გაგა კირკიტაძის მატჩისშემდგომი კომენტარი

Image source: Football Club Gagra ფეისბუკ გვერდი

 

8 ნოემბერს, “დავით ყიფიანის” სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალურ მატჩში “გაგრამ” “საბურთალოს” 11-მეტრიანთა სერიაში აჯობა და ფინალში წყალტუბოს “სამგურალს” შეხვდება.

გაგრელთა მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ ნახევარფინალური მატჩისა და მომდევონო მეტოქის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“დაძაბული თამაში გამოვიდა, რა თქმა უნდა სხვა თამაში გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ პირველი ტაიმის 32′-ე წუთზე კაცის გაგდებამ მთლიანად შეცვლა მატჩის სურათი. 96 წუთი მოგვიწია 10 კაცით თამაში, რომელსაც დიდი ძალისმხევა სჭირდებოდა.

საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ თამაშით, რა თქმა უნდა შედეგით, დიდი მადლობა ბიჭებს ამ თავადადებული ბრძოლისთვის და დიდი იმედი მაქვს, ფინალშიც ასეთი შემართებით გამოვალთ. ვფიქრობ, რომ კარგი ფინალი გველის” , – განაცხადა კირკიტაძემ.

ფინალური შეხვედრის მასპინძელი სტადიონი და თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

წყარო – Football Club Gagra

 

 

 

“გაგრამ” 11-მეტრიანთა სერიაში “საბურთალოს” აჯობა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა