კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

„გაგრას“ მიზანია ეროვნულ ლიგაში პირველი ადგილით გადასვლაა – გუნდში 5 ფეხბურთელი ჩაირიცხა

გაგრა ახალი სეზონისთვის ემზადება

Image source: Football Club Gagra ფეისბუკ გვერდი

 

ქართულ ფეხბურთში 2021 წელს პირველი ტიტული 22 თებერვალს გათამაშდება, სადაც ქვეყნის ჩემპიონი „დინამო თბილისი“ და თასის მფლობელი „გაგრა“ დაუპირისპირდებიან.

ახალი სეზონისთვის „გაგრა“ გაძლიერებას აგრძელებს და აქტიურად ემზადება. მიმდინარე შაბათს გუნდმა 5 ფეხბურთელი დაიმატა: 27 წლის მცველი დავით საჯაია “სიონიდან”, 22 წლის ვინგერი დავით იონანიძე “ტორპედოდან”, 28 წლის თავდამსხმელი თორნიკე მუმლაძე “კოლხეთიდან”, 26 წლის ნახევარმცველი გურამ სამუშია “თელავიდან” და 26 წლის ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე “ჩიხურადან”.

„ჩვენი მიზანი ეროვნულ ლიგაში პირველი ადგილით გადასვლაა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ლიგა 2-ში ვართ და ზოგიერთმა ფეხბურთელმა გადმოსვლაზე ამიტომაც შეიკავა თავი. მათ ეროვნულ ლიგაში თამაში უფრო აინტერესებთ. ეს ჩვეულებრივი მომენტია და გასაგებია. მიმაჩნია, რომ საკმაოდ გავძლიერდით და 99 პროცენტით დაკომპლექტებული ვართ. სეზონის მსვლელობისას შევხედავთ, რომელ რგოლში როგორი სიტუაცია გვექნება, რომ ეროვნულ ლიგასა და კონფერენციათა ლიგაზე ღირსეულად ვითამაშოთ“, – აცხადებს “გაგრას” მწვრთნელი გაგა კირკიტაძე.

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

 

2021 წლის პირველ გრან სლემზე საქართველოს სახელით 18 ძიუდოისტი იასპარეზებს