კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“გაგრამ” 11-მეტრიანთა სერიაში “საბურთალოს” აჯობა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა

გაგრა ფინალისტია

Image source: Football Club Gagra

 

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ფინალისტი “გაგრა” გახდა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში “გაგრამ” თბილისის “საბურთალოს11-მეტრიანთა სერიაში აჯობა და ფინალში წყალტუბოს “სამგურალს” შეხვდება.

მატჩის 32-ე წუთიდან ლუკა ჯაფარიძე გააძევეს და “გაგრა” კაცნაკრული დარჩა, თუმცა გაგრელებმა კარის ბოლომდე მშრალად შენარჩუნება შეძლეს.

პენალტების სერიაში კი მასპინძელთა მხრიდან მხოლოდ გიორგი ვეკუამ ვერ გაიტანა, “საბურთალოს” რიგებში კი მარგველაშვილმა და გაბუნიამ დარტყმები გააცუდეს, რის შედეგადაც ფინალში “გაგრა” გავიდა.

წყარო – cup.gff.ge

ტორპედოსა და დინამო ბათუმს შორის მატჩი ისევ გადაიდო