კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეზგიან ალიოსკი: “ჩვენი მიზანი იყო ამ 2 მატჩში მინიმუმ 4 ქულის მოპოვება”

ეზგიან ალიოსკი კომენტარი

Image source: gff.ge

 

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს დაუზავდა. თორნიკე ოქრიაშვილის გოლი სტეფან რისტოვსკიმ გაქვითა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. თამაშის შემდეგ კომენტარი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მცველმა ეზგიან ალიოსკიმ გააკეთა.

„პენალტი ნამდვილად იყო, კონცენტრაცია დავკარგე, ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა, ვერ მოვახერხე დაბლოკვა. მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ კარგად ვითამაშეთ, ანგარიშიც გავათანაბრეთ, ასევე დასანანი წითელი ბარათი მივიღეთ. ჩვენ კმაყოფილი ვართ თამაშით და ტემპითაც. ეს ორი მატჩი ჩავატარეთ (სომხეთთან და საქართველოსთან) და ძალიანი მნიშვნელოვანი იყო ის, რომ 9 თვის შემდეგ ისევ ერთად ვართ.

ახლა კოსოვოსთან დუელისთვის ვემზადებით. ჩვენი მიზანი იყო ამ 2 მატჩში მინიმუმ 4 ქულის მოპოვება. ახლა კოსოვოს ჯერია. ჩვენ გვაქვს შანსი დავძლიოთ კოსოვოს ბარიერი, ახლა ისინი არიან ჩვენი სამიზნე”,- ამბობს ეზგიან ალიოსკი.

„ლიდსის“ 28 წლის ვინგერმა მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა და სწორედ მან წააქცია საჯარიმოში ხვიჩა კვარაცხელია.

 

 

 

წყარო – ffm.mk

 

 

 

 

 

ლევან შენგელია: “ვეცდებით, მომავალში სასურველ შედეგს მივაღწიოთ”