კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ევროპული თამაშები კრაკოვსა და მალოპოლსკის სავოევოდოში გაიმართება

ევროპული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელთა რომში გამართულ შეხვედრა

Image source: geonoc.org.ge

 

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC), პოლონეთის ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს და 2023 წლის მესამე ევროპული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელთა რომში გამართულ შეხვედრაზე თამაშების წინასწარი პროგრამა დაამტკიცეს. ევროპული თამაშები კრაკოვსა და მალოპოლსკის სავოევოდოში უნდა გაიმართოს.

ევროპული თამაშების საბოლოო საასპარეზო პროგრამა ევროპის და საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან მოლაპარაკებების შემდეგ დამტკიცდება. ასევე მოსალოდნელია, რომ კრაკოვში და მალოპოლსკის სავოევოდოში სპორტის უმეტეს სახეობებში ასევე გათამაშდება ევროპის ჩემპიონატის მედლები და 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურები.

 

წყარო – geonoc.org.ge

 

 

 

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის განცხადება