კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ევროპული თამაშები 2019. “მშვიდობის ცეცხლს” მინსკში შეეგებნენ (ფოტო)

მეორე ევროპული თამაშების საესტაფეტო “მშვიდობის ცეცხლმა” მინსკში შეაბიჯა.

მულტისპორტული ასპარეზობის ცეცხლს სახელმწიფო დროშის მოედანზე ბელარუსი ესტრადის არტისტების კონცერტით შეეგებნენ. ღონისძიებაში საპატიო როლი ეკისრებოდათ ტიტულიან ბელარუს სპორტსმენებს, მათ შორის – ოლიმპიურ ჩემპიონებს.

საჩირაღდნო ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღო თავისუფალ ჭიდაობაში სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალექსანდრ მედვედმაც, რომელსაც ასეთი საპატიო როლი ჰქონდა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე.

მინსკი-2019-ის სიმბოლოს – “მშვიდობის ცეცხლის” მოგზაურობა 21 ივნისს ბელარუსის დადაქალაქის “დინამოს” ეროვნულ ოლიმპიურ სტადიონზე მეორე ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიაზე ცეცხლის დანთებით დასრულდება.

წყარო – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

“შერიფი” – “საბურთალო”. გიორგი ჭიაბრიშვილის კომენტარი და “საბურთალოს” მეტოქე “შერიფთან” გამარჯვების შემთხვევაში