კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ევროპის ლიგაზე ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია

მანჩესტერმა მილანს მოუგო

Image source: Getty images

 

ევროპის ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და ცნობილი გახდა ბოლო ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა.

„ვილიარეალმა“ და „აიაქსმა“ ძალიან ადვილად მოიპოვეს მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება. ესპანელებმა საკუთარ მოედანზე კიევის „დინამოს“ 2:0 მოუგეს და პირველი თამაშიც ანალოგიური ანგარიშით ჰქონდათ მოგებული, შესაბამისად ორი მატჩის ჯამში 4:0 იმარჯვა.

„აიაქსმა“ „იანგ ბოიზს“ ჯერ სახლში მოუგო 3:0 და ახლა უკვე სტუმრადაც შანსი არ დაუტოვა – 2:0. ნიდერლანდური გუნდი მომდევნო ეტაპზეა და ტიტულის მოსაგებად ბრძოლას აგრძელებს. მეოთხედფინალში გავიდა პრაღის „სლავია“, რომელმაც სტუმრად სტივენ ჯერარდის „რეინჯერსი“ 2:0 დაამარცხა და ორი მატჩს ჯამში 3:1 მოუგო.

ყველაზე საინტერესო თამაში „მილანსა“ და „მანჩესტერს“ შორის გაიმართა. ინგლისში გუნდებმა ფრედ 1:1 ითამაშეს, ამიტომაც, ყველაფერი ღია იყო და ორივე გუნდს თანაბარი შანსი ჰქონდა. „სან სიროზე“ გამართული დაპირისპირებაც თანაბარი გამოდგა, მაგრამ უფრო მაღალი კლასი პოლ პოგბას აღმოაჩნდა. ფრანგი ფეხბურთელი 46-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და 48-ე წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. ამ გოლით ინგლისური გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო „მილანი“ევროპის ლიგას დაემშვიდობა.

ევროპის ლიგის მეოთხედფინალში ამ ოთხი გუნდის გარდა, “რომა”, “არსენალი”, “გრანადა” და “დინამო ზაგრები” ითამაშებენ.

„მილანი“ – „მანჩესტერი“ 0:1 (ორი მატჩის ჯამში: 1:2)

„რეინჯერსი“ – „სლავია“ 0:2 (1:3)

„ვილიარეალი“ – „დინამო კიევი“ 2:0 (4:0)

„იანგ ბოიზი“ – „აიაქსი“ 0:2 (0:5)

 

 

წყარო – UEFA Europa League

 

გიორგი მიქაუტაძე: “საქართველოში 2011 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემთვის ეს ქვეყანა ბევრს ნიშნავს”