კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ევროპის ლიგა – ცნობილია ოთხი მეოთხედფინალისტი

დინამო ზაგრებმა ტოტენჰემს მოუგო

Image source: Getty images

 

ევროპის ლიგის გათამაშებაში ოთხი მეოთხედფინალისტი გაირკვა. ლონდონის „არსენალი“ საკუთარ მოედანზე „ოლიმპიაკოსს“ დაუხვდა და ბეწვზე გადარჩა გავარდნას.

პირველი მატჩი ინგლისელებს სტუმრად 3:1 ჰქონდათ მოგებული, მაგრამ საკუთარ მოედანზე გაუჭირდათ და 0:1 წააგეს და საბოლოო ჯამში 3:2 მოიგეს. მიკელ არტეტას გუნდი შემდეგ ეტაპზე საბოლოოდ მაინც გავიდა.

იტალიურმა „რომამ“ დონეცკის „შახტარი“ ძალიან ადვილად დაამარცხდა. რომაელებმა შინ 3:0 იმარჯვეს და უკრაინაშიც აჯობეს მეტოქეს – 2:1. დავით ხოჭოლავას მასპინძელთა რიგებში არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე დარჩა.

მომდევნო ეტაპზე ითამაშებს „გრანადა“, რომელმაც „მიოლდესთან“ 1:2 წააგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგო. შეგახსენებთ, რომ „გრანადამ“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივი“ დაამარცხა.

ყველაზე დრამატული მატჩი ზაგრებში შედგა. „დინამომ“ ლონდონის „ტოტენჰემს“ უმასპინძლა. ჟოზე მოურინიოს გუნდს სახლში 2:0 ჰქონდა მოგებული და თითქოს მომდევნო ეტაპზე ადვილად უნდა გასულიყო, მაგრამ ამავე ანგარიშით წააგო და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ხორვატებმა მესამე გოლიც გაიტანეს. ყველა ბურთი მისლავ ორშიჩის ანგარიშზეა და „ტოტენჰემის“ ევროპის ლიგიდან გავარდა.

„არსენალი“ – „ოლიმპიაკოსი“ 0:1 (ორი მატჩის ჯამში: 3:2)

„დინამო ზაგრები“ – „ტოტენჰემი“ 3:0 (3:2)

„მიოლდე“ – „გრანადა“ 2:1 (2:3 )

„შახტარი“ – „რომა“ 1:2 (1:5)

 

 

წყარო – Europa League

 

ცნობილია ინგლისის ნაკრების შემადგენლობა