კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ევროპის ლიგა – “მანჩესტერმა” ყველაფერი დაასრულა, “მილანს” ბრძოლა მოუწევს

მანჩესტერმა მოიგო

Image source: getty Images

 

ევროპის ლიგის 1/16 ფინალში ტურნირის ერთ-ერთმა გამოკვეთილმა ფავორიტმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტურმად „სოსიედადი“ 4:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ მატჩი ტურინში ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა.

ინგლისური გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და დამსახურებულად მოიგო. ანგარიში პირველი ტაიმის შუაში ბრუნო ფერნანდეშმა გახსნა, რომელმაც მეორე ნახევარში დუბლიც შეასრულა. შემდეგ უკვე მარკუს რაშფორდმა და ჯეიმსმა გაიტანეს.

„მანჩესტერმა“ 4:0 მოიგო და საპასუხო შეხვედრას ნამდვილად ყოველგვარი აზრი დაუკარგა.

ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტი „მილანი“ სტუმრად „ცრვენა ზვეზდას“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იგებდა და რიცხობრივ უპირატესობასაც ფლობდა, ვერ მოიგო. სერბებმა ორჯერ გაათანაბრეს და მართალია არახელსაყრელ ფრეს მიაღწიეს, საპასუხო შეხვედრის წინ შანსი ნამდვილად დაიტოვეს.

„სოსიედადი“ – „მანჩესტერი“ 0:4

გოლები: 0:1 ბრუნო ფერნანდეში (27), 0:2 ბრუნო ფერნანდეში (57), 0:3 რაშფორდი (65), 0:4 ჯეიმსი (90)

„ცრვენა ზვეზდა“ – „მილანი“ 2:2

გოლები: 0:1 პანკოვი (42, ა.გ), 1:1 კანგა (52), 1:1 ტეო ერნანდესი (61), 2:2 პანკოვი (90)

 

 

წყარო – UEFA Europa League

 

რამდენი ქულით შეფასდა ლოჩოშვილისა და გიორბელიძის თამაში “ტოტენჰემთან”