კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ევროპის ჩემპიონატი – ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე პრაღაში

მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე

Image source: ijf.org

 

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და პირველ დღეს ტატამზე ოთხი ქართველი გავიდა, თუმცა ყველა უმედლოდ დარჩა.

ვაჟებს შორის 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა რუსი მიხაილ პულიაევი, რუმინელი ლუსიან დემიტრესკუ და ფრანგი ლე ბლუში დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ებრაელ ტალ ფლიკერთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, სადაც მოლდოველ დენის ვერიუსთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

60 კგ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრა წარუმატებლად დაასრულა ლუხუმ ჩხვიმიანთან, რომელიც ბულგარელ იანისლავ გერჩევთან დამარცხდა.

ქალთა შორის პირველივე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ხოლო ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ) საწყისი ბარიერი დაძლია, მაგრამ მეორეშეხვედრა წააგო და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.

 

წყარო – Ijf.org

 

ისტორიული გამარჯვება – პირველი ქართული ქალთა საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე