კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი: ცნობილია საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მეტოქეების ვინაობა

Image source: rugby.ge

 

2020 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში, უმცროსი ბორჯღალოსნები B ჯგუფში ავსტრალიის, უელსისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან ითამაშებენ.

მე-13 ტურნირს 28 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით იტალია უმასპინძლებს. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, მსოფლიო რაგბმა 2020 წლისთვის ჯგუფების დაკომპლექტების სისტემა შეცვალა:

გუნდები კვლავ 3, 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. თითოეულ ჯგუფში პირველ ნომრად პრიზიორები განითესნენ – A ჯგუფში ჩემპიონი საფრანგეთი, B ჯგუფში ფინალისტი ავსტრალია და G ჯგუფში მესამეადგილოსანი სამხრეთ აფრიკა.

უმცროს ბორჯღალოსნებს პირველი მატჩი 28 ივნისს, იტალიის ქალაქ ვერონაში შარშანდელ ფინალისტ ავსტრალიასთან ექნება. მეორე ტურში, 3 ივლისს, ასევე ვერონაში უელსს შეხვდებიან, რომელმაც შარშან მე-6 ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპი 8 ივლისს ახალ ზელანდიასთან მატჩით დასრულდება.

ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 15 ივლისს ვიადანასა და კალვიზანოში გაიმართება, ხოლო ფინალურ მატჩებს 18 ივლისს ვიადანა და პარმა უმასპინძლებს.

 

წყარო – rugby.ge

 

ქართველმა სამთო მოთხილამურებმა ლოზანაში ასპარეზობა დაასრულეს