კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა უკრაინა დაამარცხა

Image source: FIBA Youtube

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მე-3 მატჩი მოიგო და პლეი-ოფში გასვლის გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგა.

თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა უკრაინა დაამარცხა და ჯგუფში მე-2 ადგილზე დამკვიდრდა. საქართველოს კონკურენტად ირლანდია დარჩა, რომელმაც დღეს დანია დაამარცხა და უკრაინის მსგავსად 4 ტურის შემდეგ 2-2 მოგებ-წაგება აქვს. ხვალ, ჯგუფის ბოლო მატჩში, საქართველო ირლანდიას ხვდება და თუ გაიმარჯვა, პლეი-ოფში გავა, არადა, ჯგუფიდან გასვლის საკითხს ბურთების შეფარდება გადაწყვეტს, რისი დაანგარიშებაც ახლა ცოტა ნაადრევია.

საქართველომ უკრაინა ღირსეულ, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 85:73 ანგარიშით დაამარცხა და ჯგუფში დაუმარცხებელ ჩრდილოეთ მაკედონიას ზურგსუკან მე-2 ადგილზე დამკვიდრდა.

გამარჯვებულთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო რატი ანდრონიკაშვილი, 11 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა ანზორ ნადირაძემ, 12 ქულა ვლადიმერ თავაქარაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. ალექსანდრე მერკვილაძემ 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ლაშა მიქელაძემ კი შეხვედრა 9 ქულით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს ხვალ, თბილისის დროით 17:15 საათზე, ირლანდიასთან გამართავს.

წყარო – gbf.ge

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: LIVE: საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკრაინას ხვდება (LIVE)