კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება და ბრძოლა 17-24 ადგილებისთვის

18 წლამდე ნაკრები გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილი 18-წლამდელთა ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში აზერბაიჯანს შეხვდა და მეტოქე 25 ქულის სხვაობით – (75:50) დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა 6-გუნდიან B ჯგუფში 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და მე-5 ადგილი დაიკავა. შესაბამისად, ჩვენი გუნდი ტურნირზე 17-24 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ბრძოლაში გადაერთო.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ხვალ, თბილისის დროით 19:30 საათზე, A ჯგუფის ბოლოადგილოსან შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს.

 

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატი: LIVE: აზერბაიჯანი – საქართველო (ვიდეო)