კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ევროპა ლიგა: რამდენ ქართველ ლეგიონერს მიეცემა დღეს თამაშის შესაძლებლობა (ფოტო)

ქართველი ლეგიონერები ევროპა ლიგაზე

Image source: wolfsbergerac/lechpoznan.pl/PAOK_FC ტვიტერის გვერდი

 

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე გუნდებს გუშინ ბოლო ვადა ჰქონდათ, რომ უეფაში განაცხადი გაეგზავნათ.

ბერძნულმა „პაოკმა“ ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის განაცხადში ნიკა ნინუა შეიყვანა და ქართველ ნახევარმცველს დღეს კვიპროსული „ომონიას“ წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა ექნება. მატჩი თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.

 

პოზნანის „ლეხმა“ ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის განაცხადში ნიკა კაჭარავა შეიყვანა და ქართველ თავდამსხმელს დღეს პორტუგალიურ „ბენფიკას“ წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა ექნება. მატჩი თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.

ლუგანსკის „ზარიამ“ ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის განაცხადში ზაური მახარაძე არ შეიყვანა დღეს „ლესტერთან“ დაგეგმილ შეხვედრის განაცხადში. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

ავსტრიულმა „ვოლფსბერგერმა“ ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის განაცხადში ლუკა ლოჩოშვილი შეიყვანა, ხოლო გურამ გიორბელიძე არ მოხვდა ტრავმის გამო. ქართველ მცველს დღეს მოსკოვის „ცსკას“ წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა ექნება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

წყარო-lechpoznan.pl

 

 

თუ როგორ ითამაშა ბექა ბურჯანაძემ ევროსათასო მატჩში (ვიდეო)