კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ევროპა ლიგა: გიორგი მჭედლიშვილმა ლატვიური კლუბის მაისურით საგოლე გადაცემა შეასრულა (ვიდეო)

Image source: FK Ventspils Futbola Klubs

გიორგი მჭედლიშვილის “ვენტსპილსმა” ევროპა ლიგის  საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე ალბანურ “ტეუტასთან ” ჩაატარა და 3:0 მოიგო.

აღნიშნული მატჩის 78′-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, 27 წლის ქართველმა მცველმა საგოლე გადაცემა შეასრულა და თავის გუნდს უპირატესობის მიღებაში დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ 10 დღის წინ ხორვატულ კლუბ “გორიცადანგიორგი გადმოვიდა “ვენტსპილსში” და გუშინ კი სადებიუტო შეხვედრაში თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე გეტყვით, რომ საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს ალბანეთის ქალაქ დურესში გაიმართება.

წყარო – fkventspils.com

ოფიციალურად: გიორგი მჭედლიშვილი საფეხბურთო კარიერას ლატვიურ კლუბში გააგრძელებს