კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ევროპა ლიგა. დღეს ცარიელი ტრიბუნების წინაშე “დინამო თბილისი” “ფეიენოორდს” უმასპინძლებს

15 აგვისტოს 20:30 საათზე “დინამო არენაზეუეფა-ს ევროპის ლიგის მესამე რაუნდის საპასუხო მატჩი გაიმართება, რომელშიც “დინამო თბილისი” როტერდამის “ფეიენოორდს” უმასპინძლებს.

როტერდამში გამართულ პირველ შეხვედრაში თბილისური კლუბი 4-0 განადგურდა.

დღევანდელ მატჩს თბილისელები არასრული შემადგენლობით ხვდებიან. წითელი ბარათის გამო აკაკი შულაია ვერ ითამაშებს, ლევან კუტალია კი სამი ყვითელის გამო დისკვალიფიცირებულია. მცირე ტრავმა აქვს კარიკარის, რის გამოც ალბათ არ ითამაშებს.

დინამოს” და “ფეიენოორდს” კიდევ 2 ოფიციალური შეხვედრა აქვთ ერთმანეთში ჩატარებული, სადაც დინამოელებმა შინ 3:0 მოიგეს, გასვლაზე კი 2:0 წააგეს.

პირველ მატჩში 4-0 წაგების შემდეგ “დინამოს” გასვლის შანსი მინიმალურია, ფრეს დაფიქსირების შემთხვევაში კი ქარუთულ კლუბს უეფა-ს რეიტინგში 0.125 ქულა დაემატება.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდება, რადგანაც უეფა-ს გადაწყვეტილებით თბილისური კლუბი დასჯილია იმის გამო, რომ გულშემატკივრების მიერ გამოფენილ ბანერზე ფაშისტური სიმბოლიკა ამოიკითხეს.

ექსკლუზივი – იურგენ კლოპის კომენტარი “ჩელსისთან” მატჩის შემდეგ