კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ევროლიგაში შენგელიას “ცსკას” წარმოუდგენელი სერია გაგრძელდა

შენგელიას 8 ქულა

Image source: Cska Moscow

 

ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ცსკა“ შესანიშნავად თამაშობს და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი კალათბურთელის გუნდი მე-17 ტურში მილანის „არმანის“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაშ 91:87 აჯობა. მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა და რუსებმა იმარჯვეს.

თორნიკე შენგელიამ 15 წუთი ითამაშა, ამ დროში კი 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. თორნიკემ 5-დან 4 ორქულიანი ჩაგადო, ხოლო საჯარიმოები და სამქულიანი არ უსვრია. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12 აღმოჩნდა.

„ცსკაში“ საუკეთესო ნიკოლა მილუტინოვი იყო, რომელმაც 17 ქულა და 19 მოხსნა დააგროვა და მატჩის MVP გახდა.

მოსკოვურ გუნდს 14 მოგებით და 3 წაგებით პირველი ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 7 იანვარს, ესპანეთში „ბასკონიასთან“ გამართავს.

 

წყარო – Euroleague

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა – ცნობილია საქართველოს ჩემპიონატის საბოლოო შედეგები