კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ევროლიგა: თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი მოსკოვის “ცსკას” შემადგენლობაში (ვიდეო)

თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი ევროლიგაში

Image source: cskabasket ტვიტერის გვერდი

 

ქართველი ფორვარდის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის “ცსკამ” ევროლიგის მე-3 ტურის მატჩში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით 77:67 დაამარცხა.

შენგელიამ “ზენიტთან” მოგებულ შეხვედრაში ევროლიგისა და პირადი რეკორდი დაამყარა – 33 ქულა, რითაც თავის გუნდს მოაგებინა. თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და 36 წუთი ითამაშა, რა დროშიც 33 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო მისმა ქმედების კოეფიციენტმა 37 შეადგინა, რაც მატჩის საუკეთესო შედეგი გახლდათ.

უდიდესი ალბათობით ის მე-3 ტურში კვლავ MVP გახდება, რაც დიდი მიღწევაა ნებისმიერი კალათბურთელისთვის.

 


3 ტურის შემდეგ “ცსკას” ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში 2 მოგება აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს სერბული “ცრვენა ზვეზდას” წინააღმდეგ შინ გამართავს.

 

 

 

 

 

 

წყარო – cskabasket.com

 

 

მსოფლიოს ჩემპიონატი ვერცხლის პრიზიორის პოსტი: “გავაგრძელებ შრომას, რათა კიდევ ბევრჯერ ვასახელო ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი”