კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ევრობასკეტ 2021-ის ლოგოს პრეზენტაცია საქართველოს პირველ არხის ეთერში გაიმართა

Image source: FIBA EuroBasket ტვიტერის გვერდი

 

საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) ოფიციალურად წარმოადგინა ევრობასკეტ 2021-ის ლოგო, რომლის ინსპირაციაა WI-FI-ის სიმბოლო.

ლოგოს პრეზენტაცია 4 მასპინძელ ქვეყანაში – ჩეხეთში, საქართველოში, იტალიასა და გერმანიაში ერთდროულად გაშუქდა. საქართველოში ევრობასკეტის ოფიციალური ლოგოს წარდგენა საქართველოს პირველ არხზე, გადაცემა “ტაიმაუტის” პირდაპირ ეთერში შედგა, სადაც სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი – პაატა გურასპაული და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ილიას ზუროსი.

2021 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ევროპასა და მსოფლიოში.

 

წყარო – gbf.ge

 

ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგაში