კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ევრო 2021: საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მარცხი იწვინა

Image source: nfsbih.ba

30 აგვისტოს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების წინააღმდეგ გამართა.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 7:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ერთადერთი გოლის ავტორი შეცვლაზე შემოსული ანა ჩემინავა გახდა, ქართველმა შემტევმა მეტოქეს 90‘-ე წუთზე გაუტანა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის შესარჩევი ტურნირის მეორე შეხვედრას 3 სექტემბერს, თბილისშიმიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდის მეტოქე იტალიის ეროვნული ნაკრები იქნება. მატჩი 16:15 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.

 

წყარო  – gff.ge

ანტონიო კონტეს “ინტერი” უდანაკარგოდ თამაშობს (ვიდეო)