კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ევრო 2021: საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა

Image source: gff.ge

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 შეხვედრას დღეს “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

2 სექტემბერს, ლევან ბაჯელიძის გუნდმა “დავით პეტრიაშვილი არენაზე” მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი კი 1 საათი გაგრძელდა.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, იტალიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობას “გორი იუნაიტედის” მცველი, ნათია სხირტლაძე და გერმანული “კარლსრუეს” ფეხბურთელი, თამარ ქველიძე დაემატნენ.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრებში ტრავმების გამო საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ლიდერები, გულნარა გაბელია და ტატა მატვეევა ვერ ეხმარებიან.

 

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (“ერეგლი ბელედიესპორი”, თურქეთი), თათია გაბუნია (“ლანჩხუთი”)

მცველები: ნინო სუთიძე (“ნიკე”, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (“ლანჩხუთი”), მარიამ კალანდაძე (“ლანჩხუთი”), ელენე რაუხი (“ნორჩი დინამო”, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (“ნიკე”, თბილისი), ნათია სხირტლაძე (“გორი იუნაიტედი”, გორი), თამარ ქველიძე (“კარლსრუე”, გერმანია)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (“ნიკე”, თბილისი), ხატია ჭყონია (“ლანჩხუთი), თეონა თოდაძე (“ლანჩხუთი”), თეონა ბაქრაძე (“ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (“ლანჩხუთი”), თამარ ეპიტაშვილი (“ნორჩი დინამო”, თბილისი), ირინა ხაბურზანია (“ლანჩხუთი”)

თავდამსხმელები: ანა ჩემინავა (“ჟალგირისი”, ვილნიუსი, ლიტვა), ლელა ჭიჭინაძე (“ედნისტ-პლისკი”, უკრაინა), ნათელა წოწერია (“ლანჩხუთი”), თამრიკო სალუქვაძე (“ლანჩხუთი”)

 

საქართველოსა და იტალიის ქალთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე 3 სექტემბერს 16:15 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

წყარო – gff.ge

ევრო 2021: საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მარცხი იწვინა