კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ევრო 2020 – წილისყრა ჩატარდა, ცნობილია საქართველოს ნაკრების პოტენციური ჯგუფიც!

Image source: Uefa.com

 

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და შესაბამისად, გაირკვა ყველა ჯგუფში მონაწილე ნაკრებების ვინაობაც.

საქართველოს ნაკრები თუ ერთა ლიგის D დივიზიონში გაიმარჯვებს, ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში ჰოლანდიის, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: თუ ერთა ლიგის A დივიზიონში რუმინეთი გაიმარჯვებს, ადგილს C ჯგუფში დაიკავებს, ხოლო D დივიზიონის გამარჯვებული ავტომატურად F ჯგუფში აღმოჩნდება, რომელიც “სიკვდილის ჯგუფია”.

ყველა ჯგუფი კი, შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი

თურქეთი, იტალია, უელსი, შვეიცარია

B ჯგუფი

დანია, ფინეთი, ბელგია, რუსეთი

C ჯგუფი

ჰოლანდია, უკრაინა, ავსტრია, ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული

D ჯგუფი

ინგლისი, ხორვატია, ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებული, ჩეხეთი

E ჯგუფი

ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, ერთა ლიგის B დივიზიონის გამარჯვებული

F ჯგუფი

ერთა ლიგის, A დივიზიონის გამარჯვებული, პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია

 

ბაჩანა არაბულმა საბერძნეთში ისევ გაიტანა და ბომბარდირთა დავაში წინ მიიწევს (ვიდეო)