კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ევრო-2020: საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ჯგუფებში გადანაწილდნენ (ფოტო)

Image source: gbf.ge

 

გუშინ, გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევროპის ჩემპიონატებისასაკობრივი  კენჭისყრა გაიმართა. მოგეხსენებათ, საქართველოს დედაქალაქი 2020 წლის 10-19 ივლისს ევროპის 20წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები C ჯგუფში მოხვდა რუსეთთან, ნორვეგიასთან, ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად.

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი რუმინეთის ქალაქ ორადეაში 2020 წლის 24 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში რუმინეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, უკრაინასა და ირლანდიასთან მოხვდა.

 

16-წლამდელთა B დივიზიონი 13-22 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდება. D ჯგუფში მოხვედრილი საქართველოს მეტოქეები იქნებიან მონტენეგრო, უკრაინა, კვიპროსი, სლოვაკეთი და რუმინეთი.

ვაჟებთან ერთად ჩატარდა გოგონათა ევროპირველობათა კენჭისყრაც. საქართველოს ნაკრები 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატებში ასპარეზობს. 16-წლამდელთა C დივიზიონს 14-19 აგვისტოს გიბრალტარი უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრების მეტოეები ჯგუფში იქნებიან სომხეთისა და უელსის გუნდები.

რაც შეეხებათ 18-წლამდელ გოგონებს, C დივიზიონი ანდორაში, 28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საქართველო B ჯგუფში სომხეთთან, კვიპროსთან და მალტასთან მოხვდა.

 

წყარო – gbf.ge

ოფიციალურად: “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშია, მაგრამ მთავარი მწვრთნელის გარეშე