კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ევრო 2020 – რონალდუს ჰეთ-თრიქი, ინგლისის და ჩეხეთის წარმატება (ვიდეო)

Image source: Uefa Euro 2020

 

ინგლისისა და ჩეხეთის ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. A ჯგუფში გარეთ საუთგეიტის გუნდმა მონტენეგროს უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა. შესაბამისად, ინგლისი საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, მდევრებისთვის მიუწვდომელია.

ისევე, როგორც ჩეხეთი, რომელმაც მთავარი კონკურენტი კოსოვო 2:1 დაამარცხა. კოსოვოს ნაკრებმა კი, ახლა ერთა ლიგაზე უნდა იფიქროს, სადაც საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს. არადა, ამ შესარჩევიდან რომ მოეპოვებინა ფინალური ეტაპის საგზური, ერთა ლიგაზე აღარ ითამაშებდა და საქართველოს საკმაოდ ძლიერი კონკურენტი გამოაკლდებოდა.

ჯერჯერობით ვერ მოიპოვა ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება პორტუგალიის ნაკრებმა, რომელმაც ლიეტუვა 6:0 დაამარცხა. კრიშტიანუ რონალდუმ კი ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ლუზიტანელები ბოლო ტურის წინ სერბეთს ერთი ქულით უსწრებენ და ბოლო ტურში ლუქსემბურგს დაუპირისპირდებიან.

ინგლისი – მონტენეგრო 7:0 (5:0)

გოლები: 1:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (11), 2:0 კეინი (19), 3:0 კეინი (24), 4:0 რაშფორდი (30), 5:0 კეინი (37), 6:0 სოფრანაცი (66, ა.გ), 7:0 აბრაჰამი (84)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

პორტუგალია – ლიეტუვა 6:0 (2:0)

გოლები: 1:0 რონალდუ (7, პენ), 2:0 რონალდუ (22), 3:0 პიცი (52), 4:0 პასიენსია (56), 5:0 ბერნარდო სილვა (63), 6:0 რონალდუ (65)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

 

ევრო 2020 – ფინალური ეტაპის ორი მონაწილე ცნობილია