კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ევერტონის” სპორტ-დირექტორი: “უბრალოდ გუშინ ხვიჩას აგენტმა მომწერა”

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით ევერტონი არ ინტერესდება

 

“ევერტონის” სპორტულმა დირექტორმა მარსელ ბრანდსმა “რუბინის” ქართველი ფეხბურთელისადმი ინტერესზე და ჭორებზე კომენტარი გააკეთა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ევერტონია” კვარაცხელიას მთავარი პრეტენდენტი.

“ეს ყველაფერი ჭორია. უბრალოდ გუშინ აგენტმა გამომიმგზავნა მისი სახელი და გვარი კითხვით გვაინტერესებს თუ არა ხვიჩა ჩვენ”,  – განაცხადა ბრანდსმა Sport24-თან საუბარში.

უფრო ადრე კი “რუბინის” სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ განაცხადა, რომ 20 წლის ქართველი სავარაუდოდ კარიერას ტოპ ჩემპიონატში გააგრძელებს.

 

წყარო – sport24.ru

 

 

 

 

 

თუ რომელ ადგილზეა საქართველოს ეროვნული ნაკრები ყველაზე ძვირადღირებულ ნაკრებებს შორის