კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი: “მინდა, რომ საქართველომ საუკეთესო შემადგენლობით ითამაშოს”

ვოლაიდის პრესკონფერენცია

Image source: eesti

 

ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოლაიდმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერნეცია გამართა და თქვა, რომ ხვალ მათი მიზანი გამარჯვება იქნება.

„მე მაქვს დავალება, რომ ახალგაზრდებთან კარგად ვიმუშავო, მაგრამ ხვალინდელ შეხვედრაში ჩვენ გამარჯვების მოპოვება გვსურს. ვიცი, როგორ დახვდნენ ქართველი ფანები ნაკრებს და სამწუხაროა, რომ ვერ მოახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. იგივე სიტუაცია ჩვენც გვქონდა ადრე, მაგრამ პროფესიონალები ვართ და მომავალზე უნდა ვიფიქროთ. გვინდა, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა საუკეთესო შემადგენლობა გამოიყვანოს, ჯაბა კანკავას წინააღმდეგ თამაში ჩემი ფეხბურთელებისთის დიდი გამოცდილება იქნება.

ქართველი ფეხბურთელებიდან გიორგი ჩაკვეტაძის და თორნიკე ოქრიაშვილის გამოყოფა შემიძლია. ცუდია, რომ სტადიონი ცარიელი იქნება, მაგრამ ჩვენ ამას უკვე შევეგუეთ. სატურნირო მოტივაცია არ გვაქვს, თუმცა მოედანზე ნაკრების მაისურით გასვლა ისედაც დიდი მოტივაციაა“ – თქვა ვოლაიდმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და პირველ ადგილზე გასვლას ვერ მოახერხოს.

 

“სპარტაკის” გენ-დირექტორი: “ჯიქია მშვენივრად გამოიყურება, როგორც ეროვნული ნაკრების კაპიტანი”