კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ესპანური Marca საქართველოს ნაკრებზე წერს: “დაბალი დონის გუნდია, ელიტაში ფეხბურთელები არ ჰყავს”

მარკას სტატია საქართველოს ნაკრებზე

Image source: gff.ge

 

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთთან ერთად მოხვდა ჯგუფში. პოპულარულმა გამოცემა Marca-მ მეტოქეების ანალიზის სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაზე პატარა ნაწილი საქართველოს დაეთმო.

ისინი თვლიან, რომ ჯგუფში საქართველო ყველაზე სუსტი ნაკრებია, მათ მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ საქართველოს ნაკრებს ის წვრთნიდა სისტემატურად.

საქართველო, დაბალი დონე. ქართველები სვანაძის ხელმძღვანელობით (როგორც ჩანს, მხოლოდ ბოლო თამაშს მიაქციეს ყურადღება, რომელშიც გუნდს დროებით სვანაძემ უხელმძღვანელა), რთული მეტოქეა, მაგრამ ცოტა ფეხბურთელი ჰყავთ ელიტაში და ძალიან შორს არიან არველაძისა და კალაძის თაობისგან. ერთა ლიგაზე ისინი მესამე დივიზიონში დარჩნენ, არც აღზევებულან და არც დაქვეითებულან“ – წერს „მარკა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ესპანეთის, შვედეთის, კოსოვოსა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

 

წყარო – Marca.com

 

შოთა არველაძის მხიარული ვიდეო – “მოვიგეთ, ფეოლა” (ვიდეო)