კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ესპანური ლიგა ენდესას ქართველი კალათბურთელები: შერმადინი პირველ ხუთეულშია, შენგელია კი მეორეში (ვიდეო)

ესპანურ ლიგა ენდესაში მოასპარეზე ქართველი კალათბურთელები

 

გიორგი შერმადინი ესპანური ლიგა ენდესას საუკეთესო ცენტრია. “ტენერიფესქართველმა ლეგიონერმა სეზონის საუკეთესო ხუთეულში ცენტრის ადგილი დაიკავა. შერმადინმა უკვე მეორედ მოიპოვა ლიგა ენდესას საუკეთესო ხუთეულში ადგილი. პირველად გიორგიმ 2016/17 წლების სეზონში მოახერხა, როცა “ანდორაში” თამაშობდა.

რაც შეეხებათ მძიმე ფორვარდებს, მიროტიჩმა და შერმადინმა გამოკითხვაში თორნიკე შენგელიას და ვალტერ ტავარეშს აჯობეს. მცირე სხვაობა იყო ქართველებს შორის: შერმადინმა 55 პროცენტი მიიღო, შენგელიამ კი – 40.

თორნიკე შენგელია ესპანური ლიგა ენდესას მეორე ხუთეულში შევიდა. ხუთეულებთან ერთად, ცხადია, გამოვლინდა სეზონის საუკეთესო მოთამაშეც, რომელიც გახდა ბარსელონელი ნიკოლა მიროტიჩი.

ესპანური ლიგის სიმბოლურ სუთეულში მოხვედრის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა გიორგი შერმადინმა:

“ესპანური ლიგის საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც ჩემთვის, ისე ყველა ამ ტიტულის მფლობელისთვის. აღნიშნული გამოკითხვის შესახებ ყველამ იცოდა და მოთამაშეები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საუკეთესოთა შორის იმსახურებდნენ ადგილს, მოუთმენლად ელოდნენ შედეგების გამოქვეყნებას. დღეს, დილას გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოკითხვის შედეგად ლიგის MVP და სიმბოლური პირველი და მეორე ხუთეულები გამოვლინდნენ. ძალიან გასახარია, რომ ორივე ხუთეულში ქართველები მოვხვდით, რასაც ყველა ჩვენს ქომაგს, ქართველს თუ არაქართველს, გულითადად ვულოცავ. თორნიკე შენგელიას ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და ის პირველ ხუთეულში მოხვედრას იმსახურებდა. მოხარული ვარ, რომ ეს ტიტული მეორედ მოვიგე. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ კორონავირუსის შემდეგ განახლებული ფინალური ფაზის თაამშებში ვერ ვიყოჩაღეთ. “ტენერიფემ” საწყისი 2 მატჩი წააგო და ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა. სამაგიეროდ, სასიახულოა, რომ ნახევარფინალშია თორნიკე შენგელიას “ბასკონია”, რომელიც “ვალენსიას” ხვდება და იმედი მაქვს, ფინალში გასვლასაც მოახერხებს”.

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

თბილისის “მერანის” ისტორიული პირველი გოლი და “ლოკომოტივის” პირველი ფრე